Wednesday, January 25, 2017

ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს


ისტორია ნაკლებად იცნობს ქალებს, რომლებმაც თავიანთი სიმამაცის წყალობით ბევრი შეცვალეს ისტორიაში და ნამდვილად დასაფასებლები და პატივსაცემები არიან. 

ქალები, რომლებმაც დაარღვიეს სტერეოტიპები; არ შეუშინდნენ საზოგადოების აზრს, დაცინვას და სიკვდილსაც კი, ისინი არ შეურიგდნენ იმას, რომ მხოლოდ ქალები და დედები იყვნენ და თავიანთი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს. 

 ასეთმა ქალებმა დიდი როლი ითამაშეს სხვადასხვა ეპოქაში და ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია გავიხსენოთ ესეთი მებრძოლი ქალები, რომლებიც არ ცხოვრობდნენ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული დამყაყებული სტერეოტიპებით. 

მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი: 

 ჰერტრუდა ედერლე-პირველი ქალი, ვინც ლა-მანში გადაცურა. 1926 წელი


კეტრინ სვიტცერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გაირბინა ბოსტონის მარათონი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები შეეცადნენ შეეჩერებინათ ის. 1967 წელი

                                        

ანა ფიშერი-პირველი დედა კოსმოსში. 1980 წელი



 მოდ ვაგნერი-პირველი ტატუს ოსტატი ქალი ამერიკაში. 1907 წელი

თურქი საბინა გიოკჩენი თავის თვითმფრინავთან ერთად 1937 წელს. ის პირველი ქალი იყო, რომელიც გამანადგურებლის პილოტი გახდა


პირველი ფოტოგრაფი ქალი მარგარეტ ბურკ-უაიტი კრაისლერ-ბილდინგის თავზე, 1934 წელი

პირველი ქალები, რომლებოც აშშ-ის საზღვაო ქვეითებში ჩაეწერნენ, 1918 წელი

ელენ ონილი-ერთ-ერთი პირველი სკეიტბორდისტი გოგონა, 1976 წელი
ელსოეტ ბერდი - პირველი ქალი, ვინც დედამიწას მოტოციკლით შემოუარა. მას ამაზე 3 წელი დრო დაეხარჯა და 77 000 კმ-ზე მეტი გაიარა. 1980 წელი
პირველი ქალთა კალათბურთის გუნდი აშშ-იდან, 1902 წელი
ეს ჩამონათვალი ძალიან ცოტაა, სინამდვილეში უამრავი ქალი არსებობს, რომლებიც ფრენდნენ ცაში და კოსმოსში, მიდიოდნენ ომში, მამაცურად იცავდნენ შვილებს და თუ საჭირო იყო ქმრებსაც მიყვებოდნენ საპატიმროში. ისტორია ძალიან ბევრ გმირ ქალს იცნობს და თან არც იცნობს. მათი სახელები უკვალოდ არ უნდა დაიკარგოს.  

Thursday, January 5, 2017

ვინ დააარსა ქალაქი ფოთი?



 არა, გერონტი ფოთელმა ნამდვილად არა. თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ, თუმცა ფოთი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შავი ზღვისპირეთში. იგი წარმოიქმნა მდინარე რიონის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეთა საფუძველზე ძვ.წ.აღ მეექვსე საუკუნეში.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გეოგრაფიული მდგომარეობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი იყო უძველესი დროიდანვე. ამ კუთხით, სავაჭრო სფეროში ქალაქი საგრძნობლად იყო დაწინაურებული.

დარწმუნებული ვარ, არგონავტების და ოქროს საწმისის ისტორია იცით და იმის შეხსენება, რომ იასონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთი და ფაზისი დალაშქრეს საჭიროებას არ წარმოადგენს.


თუმცა, საინტერესოა ოფიციალურად როდის მოხდა ფაზისის მოხსენიება ფოთად. ისტორიულ ლიტერატურაში პირველად ამგვარ მოხსენიებას ადგილი აქვს მერვე საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ღევონდის თხზულებაში.  რაც შეეხება, ქართულ წყაროებს, სახელი "ფოთი" პირველად "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" გვხდება,  რომელიც მეთერთმეტე საუკუნითაა დათარიღებული.


არ შეიძლება ფოთზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ  დღევანდელი ქალაქ ფოთის დამაარსებელი ნიკო ნიკოლაძე.






1894 წელს,  ნიკო ნიკოლაძე ერთხმად იქნა არჩეული ქალაქის თავის თანამდებობაზე.  მისი დაუღალავი შრომისა და ეკონომიკური ალღოს წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის მდგომარეობა. მისი ინიციატივით დაიწყო ნავსადგურის ძირფესვიანი გადაკეთება და კეთილმოწყობა.  ამ მიზნით გამოიყო 3953000 მანეთი. ახალი ნავსადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა 1863 წლიდან 1907 წლამდე.  ნიკო ნიკოლაძის მმართველობის დროს მოხდა ქალაქის ელექტროფიკაცია.  განათდა ნავსადგური და რკინიგზა.  1912 წლამდე გაყვანილ იქნა წყალსადენიც. 






ეს მცირე დეტალებია ქალაქ ფოთის მრავალსაუკუნოვანი ისტორისაა, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ რეგიონად მიიჩნევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. ის წარმოადგენს კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის უდიდეს სეგმენტს. ფოთს ევროპა-აზიის კორიდორში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. 2008 წლის 15 აპრილს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია გაიმართა. "თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნა საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ახალი ტალღაა" - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ამ დღეს ოქროს საწყისი ეწოდა. ფოთის განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. საერთაშორისო გადაზიდვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს.